„ავერსის“ აფთიაქებში მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის განაღდების შემთხვევაში, ბენეფიციარები ისარგებლებენ ფასდაკლების დღეების ფასებით და კომპანია „ავერსისგან“ გადაეცემათ სასაჩუქრე ბარათები, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.
"ბენეფიციარები, რომლებიც „ავერსში“ მერიის 500 ლარიანი ვაუჩერიდან 100 ლარს გაანაღდებენ, 10-ლარიან სასაჩუქრე ბარათს მიიღებენ. 200 ლარის განაღდების შემთხვევაში - 20-ლარიან სასაჩუქრე ბარათს. 300 ლარის განაღდების შემთხვევაში - 30-ლარიან სასაჩუქრე ბარათს. 400 ლარზე 40-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, ხოლო 500 ლარის განაღდების შემთხვევაში - 75-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით დასაჩუქრდებიან", – განმარტავენ კომპანიაში.