აშშ სანქციებს დამატებით 120 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას უწესებს. როგორც ცნობილი ხდება, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა გააფართოვა შეზღუდვები იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკის საჰაერო კოსმოსურ, საზღვაო, ასევე ელექტრონულ სფეროებს უკავშირდებიან.
"აშშ-ის მთავრობის განმარტებით, ამ ორგანიზაციების ქმედებები ეწინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოების ან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს" - წერს დეპარტამენტი.