უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუდაპეშტში სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში რუსეთიც უნდა იყოს ჩართული. ამის შესახებ პიტერ სიარტომ "ელ პაისთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მას არ სურს უნგრეთ-უკრაინის საზღვარი იარაღის მიწოდების ადგილად იქცეს.
"ჩვენ არ გავაგზავნით და არ დავუშვებთ იარაღის ტრანზიტს უნგრეთის გავლით" - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.