სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში, საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 202.8 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, აპრილში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.8 ლარით გაიზარდა.
„საქსტატის“ ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 201.0 ლარი იყო. 2021 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 1.80 თეთრით გაიზარდა და ჯამში 202.8 ლარი შეადგინა.
ამასთან, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, აპრილის თვეში წინა თვესთან შედარებით 1,5 ლარით გაიზარდა და 179.6 ლარი შეადგინა, ხოლო მარტის თვეში 178.1 ლარს შეადგენდა.