უმინისა და მეტალო-პლასტმასის მწარმოებელი კომპანია „ალუტექ ჯორჯია“ წელს უკვე მეორედ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა – მას, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ პრიზი გადაეცა.
ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ,,შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” და ,,ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის” ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება 15 აპრილს, სამედიცინო ველნეს-კურორტ „ბიოლში“ ჩატარდა, სადაც მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
„წლის ოქროს ბრენდის შემდეგ „ალუტექ ჯორჯია“ შვეიცარიის დაჯილდოების საერთაშორისო ცერემონიალზე „წლის ლიდერი“ ბრენდი გახდა, რაც ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ეს კომპანიის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვინც მოგვანდო საკუთარი სახლის კარ-ფანჯრით აღჭურვა.
„ალუტექ ჯორჯიას“ წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისში, ზაფხულში კი ბათუმშიც გავხსნით ფილიალს და მოვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს დასავლეთში, – განაცხადა „ალუტექ ჯორჯიას“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ.
ცნობისთვის, ბიზნესრეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან.
ბიზნესრეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია, ამ პერიოდიდან ბიზნესკომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year”, რომელიც დაპატენტებულია საერთაშორისო ორგანიზაცია WIPO-ს მიერ და ს არის ერთადერთი საერთაშორისო ჯილდო, რომელიც საქართველოში ბიზნესსექტორს გადაეცემა.