NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართული ბრიფინგზე მოუწოდა ჩინეთს ჩაერთოს სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ და საჯაროდ დააფიქსიროს მოწოდება - მშვიდობისკენ.
მისივე თქმით, ჩინეთი რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ეხმარება.
"ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ არ ჩაერთოს ამ კრიზისში. პეკინმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმ ქვეყნების სუვერენიტეტები. ჩინეთი ეხმარება რუსეთს პოლიტიკური დახმარებით, ისინი ავრცელებენ ტყუილებს და დეზინფორმაციას. ალიანსის ქვეყნები შეშფოთებულები არიან და გამოთქვამენ ეჭვს, რომ შესაძლოა ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებითაც ეხმარებოდეს.
მოვუწოდებთ ალიანსის ქვეყნის ლიდერებს, რომ მოუწოდონ ჩინეთს არ ჩაერთოს ამ პროცესებში. მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ ჩაერთოს რუსეთის მიმართ სანქციებში და ხმამაღლა განაცხადოს მოწოდება მშვიდობის დახმარებისთვის," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.