golden brand
ავერსი ნემო

საქართველოში დაფუძნებულმა კვების სწრაფად მზარდი ინოვაციურმა სტარტაპმა G SNAIL-მ თბილისში, კერძოდ, ვაკეში პირველი G SNAIL Experience Center გახსნა.

წარმოდგენილი სივრცე ექსკლუზიური კულინარიული კონცეფციაა, რომელიც აერთიანებს უნიკალურ კერძებს, გამორჩეულ პროდუქციას, დეგუსტირების გამოცდილებას სასმელების შეხამებით, შეფ-მზარეულების მიერ შექმნილ რეცეპტებს და ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციას.

G SNAIL-ის კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს ლოკოკინებისგან დამზადებული კერძები, რომლებიც თანამედროვე გასტრონომიული ხედვითა და ავტორული რეცეპტებით მზადდება. ბრენდი სწორედ ამ უნიკალური ინგრედიენტის მრავალფეროვანი კულინარიული შესაძლებლობების წარმოჩენას ისახავს მიზნად, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

საქართველოში აღმოცენებული და საერთაშორისო გემოვნებისთვის შექმნილი G SNAIL-ი საფუძვლად იღებს ღრმა კულტურულ და კვებითი ღირებულების მქონე ბუნებრივ ადგილობრივ ინგრედიენტს და მას დახვეწილ, თანამედროვე გასტრონომიულ გამოცდილებად აქცევს. შეფ-მზარეულების მიერ შექმნილი რეცეპტების, გურმანული საფირმო პროდუქტების, დელიკატესებისა და გამორჩეული მასპინძლობის საშუალებით, ბრენდი მიზნად ისახავს შექმნას ახალი კულინარიული კონცეფცია, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთაც წარმატებული იქნება.

საღამო გახსნა საქართველოში ისრაელის ელჩმა ვალიდ აბ ხაიამ, რომელიც მიესალმა ქალანით ცურის მნიშვნელოვან ინიციატივას და აღნიშნა, რომ ეს არის ისრაელსა და საქართველოს შორის კიდევ ერთი საქმიანი კავშირი და ხიდი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ და აღნიშნა რომ როდესაც ისრაელის ინოვაცია ხვდება მდიდად ქართულ კულინარიულ კულტურას, შედეგი გარანტირებულია.
პრეზენტაციაზე თბილისის ელიტას და უცხოელ სტუმრებს მიესალმა ბიზნესის განვითარების მენეჯერი მარიამ აბულაძე. საზოგადოებას პირველად წარედგინა G SNAIL Experience Center-ი, ბრენდის საფირმო პროდუქტები და ხედვა.
სტუმრებმა ისიამოვნეს შეფ-მზარეულის შექმნილი გამორჩეული რეცეპტებით, ღვინისა და კოქტეილების დახვეწილი შეხამებით და საგანგებოდ შექმნილი ატმოსფეროთი, რომელმაც წარადგინა ახალი ინოვაციური კერძები.

G SNAIL-ის კულინარიულ მიმართულებას სათავეში უდგას ბრენდ-შეფი მანუელ ფაუნდეს ბარანდა რომელიც განსაზღვრავს ბრენდის დახვეწილ გემოს, ნაშემოქმედებით ხედვას და უნიკალური ინგრედიენტის მრავალფეროვან აღქმას. გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ კულინარიული სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, აგრეთვე საინვესტიციო და ბიზნეს სექტორის წამყვანი პროფესიონალები.
ქალანით ცური, უნიჭიერესი ინიციატორი, ისრაელში ცნობილი საქველმოქმედო ინიციატივებით, რომელმაც შეძლო, შეეკრიბა ელიტარული საზოგადოება, ამბობს რომ G SNAIL-ი შეიქმნა იმ რწმენით, რომ ინოვაციამ ტრადიცია არ უნდა ჩაანაცვლოს. მას შეუძლია პატივი სცეს ტრადიციას, მისცეს მას ახალი ინტერპრეტაცია და წაიღოს მომავალში.
ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ახალი, გონივრული, მაღალი ხარისხის და საერთაშორისო პოტენციალის მქონე კულინარიული კონცეფციის სამშობლო, - აცხადებენ კომპანიაში.
Experience Center-ის გახსნის პარალელურად, G SNAIL-ი ავითარებს წარმოებას საცალო გაყიდვების მიმართულებით, რათა ბრენდის პრემიუმ გურმე ხაზის ნახევარფაბრიკატი პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდეს სუპერმარკეტების ქსელებსა და ფართო სამომხმარებლო ბაზარზე.
ბრენდის მთავარი გზავნილი — ერთი ინგრედიენტი. უსაზღვრო კულინარია. — ასახავს მის ხედვას, შექმნას მრავალმხრივი კულინარიული პლატფორმა, რომელიც მოერგება სხვადასხვა სამზარეულოს, კულტურასა და ბაზარს, ამავდროულად შეინარჩუნებს ქართულ წარმომავლობას, ხარისხსა და ავთენტურობას.
G SNAIL-ი წარმოადგენს კავშირს მდგრად განვითარებას, ადგილობრივ დასაქმებას, პრემიუმ წარმოებას, საერთაშორისო ინვესტიციებს, კულინარიულ კრეატიულობასა და ქართულ მემკვიდრეობას შორის.

78