საქართველოში Apple-ს რამდენიმე ოფიციალური პარტნიორი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთია "აიტექნიკსი", რომელიც ბაზარზე 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს.
2017 წლიდან აიტექნიკსი საქართველოში Apple-ის პირველი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა და მას შემდეგ ბრენდის გამორჩეულ მოდელებს სთავაზობს მომხმარებლებს.
27 სექტემბრს კი "აიტექნიკსმა" მომხმარებლებს კიდევ ერთი ახალ პროდუქტი, iPhone 16 შესთავაზა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" "აიტექნიკსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კომპანიამ ტექნოლოგიების მოყვარულებს, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს, ცნობილ სახეებს, ინფლუენსერებს, VIP მომხმარებლებს, მედიის წარმომადგენლებს City Mall-ის ფილიალში Glow Time-ზე უმასპინძლა, სადაც iPhone 16-ის ოფიციალური წარდგენის ხონისძიება გაიმართა.
"მოგეხსენებათ, რომ 27 სექტემბერს მთელს მსოფლიოში iPhone 16 - ის გაყიდვები ჩაეშვა, რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა და გამომდინარე იქედან, რომ "აიტექნიკსი" გახლავთ Apple-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გრანდიოზული საზეიმო წარდგენა გავაკეტეთ iPhone 16 - ის, „Its Glowtime“ - ასეთი სახელწოდება აქვს კამპანიას, რომელიც ამ პროდუქტის წარმოსაჩენდ ჩაუშვა Apple-მა და ჩვენც სწორედ ამ ფერებში, ამ თემატიკის საღამო დავაორგანიზეთ. რაც შეეხება iPhone 16-ს, სხვა ბევრ შეთავაზებასთან ერთან ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებლებს ისარგებლონ Trade-in-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლიათ მოიტანონ ძველი iPhone და მიიღონ ახალი iPhone 16. "- განაცხადა ლანა ბლიაძემ.
ცნობისთვის, Apple-მა iPhone 16 9 სექტემბერს ტრადიციულ ყოველწლიურ პრეზენტაციაზე წარადგინა, სადაც ახალი მოდელის შესაძლებლობები და ინოვაციები აჩვენა. მომხმარებლებმა იხილეს, თუ როგორ ერწყმის უახლესი ტექნოლოგიები დახვეწილ დიზაინს.
Apple-მა წელს მომხმარებლებს iPhone 16, iPhone 16 Plus, iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max შესთავაზა. iPhone 16 განახლებული დიზაინითა და ფერთა გამით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, iPhone 16-ის კამერების ადგილმდებარეობის ცვლილება. ასევე, ყურადღებას იქცევს ახალი, კამერის ღილაკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ კიდევ უფრო პროფესიონალურად მართოთ გადაღების პროცესი და სწრაფად ცვალოთ რეჟიმები. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა პროცესორი - A18, რომელიც ახალ მოდელებში ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max-ის ზომები წინამორბედების მსგავსად განსხვავებულია. Pro და Pro Max მოდელები 6.3-დან 6.9 ინჩამდეა. აღნიშნული მოდელები გამოირჩევა მაღალ დონეზე დამუშავებული ტიტანიუმით. მთავარი აქცენტი კამერაზე მოდის, ამისთვის Apple-მა iPhone 16 Pro-ში ახალი, 48 მეგაპიქსელიანი ფართო გაშლის კამერა დაამატა. ამიერიდან, მომხმარებლები შენელებულ რეჟიმში 4K გარჩევადობის 120FPS-იანი ვიდეოს გადაღებას შეძლებენ.