,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულმა ტრიომ - საქართველომ, უკრაინამ და მოდლოვამ ბათუმის სამიტის დეკლარაციას მოაწერა ხელი.
დეკლარაციას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი პეტრას ციხეში მოაწერეს.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს. ღონისძიება ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.