სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 8 841 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტია.
ამავე ანგარიში ვკითხულობთ, რომ ნებართვა გაიცა 8 მილიონ 566 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6%-ით მეტი). ნებართვების 73.8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% მოდის თბილისზე, 10.1% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1% - კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.