2023 წლის 24 ივნისს სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით, ბიზნესის ოსკარად წოდებული ნომერ პირველი ოქროს ბრენდის რიგით მე -18 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ოქროს ბრენდი არის მთავარი ჯილდო საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას.
ოქროს ბრენდის ღირებულება შეუფასებელია. ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები. პროექტის მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო გამოცემები: American Stock News, The Washington Inquirer, The Dallas Observer, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში, Glossy, Publika.ge, რადიო კომერსანტი FM 95,5, რადიო მაესტრო FM 94, 7, რადიო ვინილი FM 99, 7, რადიო M7 - FM -93.1 და ონლაინ გამოცემა Business Time.
ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. წელს მედიის თანდასწრებით 62 გამარჯვებული ბრენდი დაჯილდოვდა.
ოქროს ბრენდების გამოვლენაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-ლექტორები, მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად, გამოკითხვა ჩაატარდა მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.
ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა.
დაჯილდოების ცერემონია მედიისა და ბიზნეს საზოგადოების დიდი ყურადღებას იქცევს. სხვადასხვა მედია არხის ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წამყვან ბიზნესმენებს, დიპლომატიური კორპუსის და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.
ტრადიციულად, ყოველწლიურად დგინდება სპეციალური ნომინაციები, ჯილდოვდებიან კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. წლების მანძილზე ოქროს ბრენდი გადაეცა არაერთ სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო დეპარტამენტს, თბილისის მეტროს, თბილისის მუნიციპალიტეტს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
ღონისძიებას 100 -ზე მეტი უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიის ტოპ მენეჯერი ესწრებოდა, მათ შორის სტუმრები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან.
ტიტული ოქროს ბრენდი, ენიჭებათ კომპანიებს 2006 წლიდან. მისი მფლობელები არიანროგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო უმსხვილესი კომპანიები.
წლევანდელ ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ საუკეთესო ბრენდები 62 ნომინაციაში:
1. ინდუსტრიული მშენებლობა - No1 ოქროს ბრენდი - ელემენტ კონსტრაქშენი
2. დეველოპერული კომპანია - No1 ოქროს ბრენდი - არქი
3. ცემენტი - No1 ოქროს ბრენდი - ბეტეკ ფაიფიქსი
4. მოსაპირკეთებელი მასალები - No1 ოქროს ბრენდი - ოლსთოუნი
5. ლითონის ნაკეთობათა წარმოება - No1 ოქროს ბრენდი - ქეი გრუპი
6. კოშკურა ამწეების მომსახურება - No1 ოქროს ბრენდი - კოშკურა ამწეების ქართული სერვის ჯგუფი
7. ლიფთები და მომსახურება - No1 ოქროს ბრენდი - სი ელ სი ელევატორი
8. ავტოსამრეცხაოების დანადგარები და მომსახურება - No1 ოქროს ბრენდი - სტრონგ ვოში
9. თხევადი გაზის გასამართი სადგურების ქსელი - დინამიურად განვითარებადი ბრენდი - No1 ოქროს ბრენდი აუტოელპიგაზი
10. იატაკის მოსაპირკეთებელი მასალები - No1 ოქროს ბრენდი - ჩერსი საქართველო
11. სამშენებლო საღებავები - No1 ოქროს ბრენდი - ბეტეკი
12. სამშენებლო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - No1 ოქროს ბრენდი - ელემენტჰოლდინგი
13. საიახტო ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - No1 ოქროს ბრენდი - კრანკი იახტსსაქართველო
14. სატრანსპორტო გადაზიდვები - No1 ოქროს ბრენდი -გიანთი ლოჯისტიკსი
15. გამყვანი ტურისტული კოპანია - No1 ოქროს ბრენდი - ვოიაჟერ365
16. სამთო-სათხილამურო სასტუმროების ქსელი - No1 ოქროს ბრენდი - ინნ ჯგუფი
17. სამორინე No1 ოქროს ბრენდი - შანგრი ლა
18. იურიდიული კომპანია - No1 ოქროს ბრენდი - კორძაძის საადვოკატო ბიურო
19. ჰოსტინგ პროვაიდერები - No1 ოქროს ბრენდი - პროსერვისი
20. მობილური ინტერნეტი - No1 ოქროს ბრენდი სელფი
21. ფარმაცეფტული კომპანია - No1 ოქროს ბრენდი - პე-სე-პე
22. სამედიცინო ლაბორატორია - No1 ოქროს ბრენდი - სინევო საქართველო
23. რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი - No1 ოქროს ბრენდი - ქართულ-გერმანული რეპროდუქციულიცენტრი
24. სამედიცინო პროდუქცია და სერვისი - No1 ოქროს ბრენდი - 4ჰოსპიტალს
25. ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება -No1 ოქროს ბრენდი - სუპრასტინი
26. ჰეპატოპროტექტორული მედიკამენტები - No1 ოქროს ბრენდი - კარსილი ფორტე
27. D ჯგუფის ვიტამინები - No1 ოქროს ბრენდი - ვიტაფეროლი
28. ბავშვთა ჰიგიენური საშუალებები - No1 ოქროს ბრენდი - პამპერსი
29. საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი - No1ოქროს ბრენდი ბებე +
30. გაციების საწინააღმდეგო საშუალებები - No1 ოქროს ბრენდი - გრიპ ჰოთი
31. შრომისუნარიანობის აღმდგენი საშუალება - No1ოქროს ბრენდი - მილდრონატი
32. ესთეტიკური მედიცინის ცენტრი - დინამიურად განვითერაბადი - No1 ოქროს ბრენდი -Timeless by Nino Didia
33. მზისგან დამცავი და გასარუჯი საშუალებები - No1ოქროს ბრენდი -კაროტენი
34. ოპტიკური კომპანია - No1 ოქროს ბრენდი - რონიკო
35. ბიუთი ინდუსტრია - No1 ოქროს ბრენდი - ეივონი
36. საიუველირო მაღაზიათა ქსელი - No1 ოქროს ბრენდი - ფრანკო ფონტანა
37. მიტანის სერვისი - No1 ოქროს ბრენდი - ვოლტი
38. საყოფაცხოვრებო სამეურნეო ნივთები -No1 ოქროს ბრენდი - მელოჩი ჟიზნი
39. ჰიგიენური ქაღალდი - დინამიურად განვითარებადი ბრენდი - No1 ოქროს ბრენდი - ნუა
40. სუპერმარკეტების ქსელი - No1ოქროს ბრენდი - კარფური
41. რეკლამა, მომსახურება - No1 ოქროს ბრენდი - ალმა
42. აუთლეტ ჰიპერმარკეტი - No1ოქროს ბრენდი - ევრობრენდი
43. ფიტნეს ცენტრი - No1 ოქროს ბრენდი - ოქტოპუსი
44. დაბალანსებული კვება - No1 ოქროს ბრენდი - ჰერბალაიფი
45. ხორცის პროდუქტები - No1 ოქროს ბრენდი - შირნჰოფერი
46. ღვინო - No1 ოქროს ბრენდი - მილდიანი
47. შოკოლადი - No1 ოქროს ბრენდი - მილკა
48. ბავშვთა კვება - No1 ოქროს ბრენდი - ნესთლე
49. კარაქი - No1 ოქროს ბრენდი - ანქორი
50. ზეითუნის ზეთი - No1 ოქროს ბრენდი - ბასო
51. ორცხობილა - No1 ოქროს ბრენდი - ორეო
52. ჩაი - No1 ოქროს ბრენდი - ჰეილისი
53. ყველის წარმოება - No1 ოქროს ბრენდი - შირაქი
54. მაკარონი - No1 ოქროს ბრენდი - რეჯია
55. ქართული კონსერვაცია - No1 ოქროს ბრენდი სადილი
56. ნახევარფაბრიკატების წარმოება - No1 ოქროს ბრენდი - რერა
57. ხრაშუნა პური - No1 ოქროს ბრენდი - ბრუსკეტი მარეტი
58. მზესუმზირა No1 ოქროს ბრენდი - სოლარი
59. საკონდიტრო ნაწარმი შეფუთვით - No1 ოქროს ბრენდი - ბარნი
60. კვების მრეწველობის ინგრედიენტები - No1 ოქროს ბრენდი - დიოლერ ჯორჯია
61. საღეჭი რეზინი - No1 ოქროს ბრენდი - დიროლი
62. შოკოლადის კრემი - No1 ოქროს ბრენდი -ნუტელა
ცნობისთვის, GLOBAL IDEA გლობალ აიდია მარკეტინგული კვლევის კომპანია. ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიას. გამოსცემს ჟურნალს Golden Brand და ბიზნეს ალმანახს Golden Book. www.globalidea.ge The FINANCIAL ფაინენშელი 2005 წლიდან გამოიცემა საქართველოში „ინტელიჯენს გრუპ“ -ის მიერ. მკითხველთა 75 პროცენტს კომპანიების მაღალი და საშუალო დონის მენეჯერები შეადგენენ. The FINANCIAL საქართველოში 600 - მდე კომპანიასა და ორგანიზაციაში ვრცელდება. კვლევების თანახმად ფაინენშელი ბიზნეს აუდიენციაში ყველაზე მოთხოვნადია. www.finchannel.com | www.financial.ge