შაბათს რესტორნები თვითნებურად გაიხსნებიან,- ამის შესახებ "რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დღეს მოხდა და საკითხის შესახებ დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას. გამონაკლისია აჭარა, სადაც 1-ელი თებერვლიდან დაშვებულია კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. სექტორი გახსნას ითხოვს და პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 30 იანვარს 24 საათით გატანის სერვისით მუშაობაზეც უარი განაცხადა. ამასთან, 30 იანვარს რესტორნების წარმომადგენლების მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციასაც შეუერთდნენ.