ხვალ, 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნებიან - აღნიშნული გადაწყვეტილება სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს, რომლის ტანახმად რესტორნების ღია სივრცეების გახნის შესაძლებლობა ეძლევათ.
როგორც რადიო მაესტროს ეთერში რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, ღია სივრცეების გახსნა დამატებით ბენეფიტებს რესტორნებს არ მოუტანს, ისინი დადებითად აფასებენ ხელისუფლების ნაბიჯს, ამიტომ ხვალ თვითნებურად არ გაიხსნებიან.
„რეალურად რა გადაწყვეტილებაც გაჟღერდა გუშინ 15 თებევრლიდან გარე რესტორნების გარე სივრცეები გახსნის შესახებ, ეს ხელისუფლებითვის და სფეროსთვისაც არანაირი დამატებითი ბენეფიტის მომტანი არ არის. უმნიშვნელო, ძალიან მცირე შესაძლებლობაა, მაგრამ მიუხედავად ამ მცირე შესაძლებლობისა, ვგრძნობთ, ხელისუფლების მხრიდან ამ გადმოდგმულ ნაბიჯს, მაგრამ უნდობლობის უფსკრული იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი ვერ შეავსებს და ვერ გააერთიანებს ამ ნდობას", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, რესტორნები აუცილებლად შეუერთდებიან ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას.