შემოსავლების სამსახურის თანახმად, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის მომხმარებელი, დარეგისტრირება ვიდეოზარის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურში ვიზიტის გარეშე, სამუშაო საათებში 09:00-დან 18:00 საათამდე შეგიძლიათ. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ვიდოეზარით პირველადი რეგისტრაციისას მომხმარებელი Internet Explorer-ით საშუალებით უნდა იყოს შესული და კომპიუტერულ მოწყობილობას ვიდეოთვალი უნდა გააჩნდეს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, მთავრობამ თვითდასაქმებულებისთვის სოციალური დახმარება — 300 ლარი დააწესა. ამ დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, პირს ეძლევა საშუალება დააზუსტოს ინფორმაცია ან გაასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ვადა 28 დეკემბრამდეა გაწერილი, რადგან 26-27 დეკემბერი არასამუშო დღეებია.
კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეა შესაძლებელი. რეგისტრაციისას პროფილზე შესვლისას ჩნდება სპეციალური ფანჯარა, სადაც საჭირო მონაცემები უნდა შეიყვანოთ. სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.