ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახვარში, საქართველოდან ღვინო ექსპორტზე 61 ქვეყანაში გავიდა.
ანგარიშის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
პოლონეთი - 19% (3,1 მლნ ლიტრი),
აშშ - 53% (654 ათასი ლიტრი),
გერმანია - 34% (674 ათასი ლიტრი),
დიდი ბრიტანეთი - 28% (182,5 ათასი ლიტრი),
კანადა - 110% (121,3 ათასი ლიტრი),
თურქეთი - 47% (239,2 ათასი ლიტრი),
ისრაელი - 3% ( 190 ათასი ლიტრი),
ჩეხეთი - 107% (38 ათასი ლიტრი)
იანვარ-ივნისში საქართველოდან სულ ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი ღვინო. ექსპორტიდან შემოსავალმა 156,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა - 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.