2024 წლის 6 თვეში მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებს - ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივნისში გაცემულია 5 594 ნებართვა - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი - 5 393.5 ათასი კვ.მ ფართობის (წლიურ ჭრილში 35%-ით მეტი) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ნებართვების 74% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.9% მოდის ქ. თბილისზე, 9.7%- ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1% - კახეთის რეგიონზე.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 17.4%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ამასთან, წლიურ ჭრილში 19.7%-ით გაიზარდა ექსპლუატაციაში მიღებული ნაგებობების ფართობიც - 1 600 700 კვ.მ.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი 4 რეგიონზე: თბილისზე, მცხეთა-მთიანეთზე, კახეთსა და იმერეთზე - მოდის.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების პროცენტული განაწილება რეგიონების მიხედვით:
თბილისი - 37.0%
მცხეთა-მთიანეთი - 13.1%
კახეთი - 12.6%
იმერეთი - 9.1%
სამცხე-ჯავახეთი - 6.9%
ქვემო ქართლი - 6.3%
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5.7%
შიდა ქართლი - 4.2%
აჭარის ა.რ. - 2.4%
გურია - 2.1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.7%