იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. 2020 წელს, იაპონიაში ღვინის 200 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, განხორციელებული აქტივობების შედეგად, 2020 წელს, იაპონიაში ღვინის 200 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა.
კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს და მისი საქმიანობა იაპონიის მასშტაბით ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.