თბილისში, ლაგუნა ვერესთან მომხდარი ე.წ. ქურდული გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გარჩევაში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, აქედან 2 ადამიანი მოკლეს, 5 კი დაჭრილია.
დაჭრილების ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ნაწილი კი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. ორის პირის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორ "კანონიერ ქურდს" შორის, ბიზნესსაქმიანობის გადანაწილებასთან დაკავშირებით მოხდა. ესენი არიან ირაკლი ყალიჩავა და ლევან მარღია, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან.
გარჩევას ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელი, ხვიჩა ცხაკაია ხელმძღვანელობდა. ის ირაკლი ყალიჩავასთან თურქეთში იყო ჩასული, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ლევან მარღიას მხარეს დაუპირისპირდა.
დაჭრილებიდან ერთ-ერთი სწორედ ცხაკაიაა. მას ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, გარჩევაში მონაწილეობდა რუსეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდიც, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.
ამ დრომდე შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და განზრახ მკვლელობის მუხლებით.
წყარო: მთავარი არხი