celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით 16;00 საათზე მთავრობის კანცელარიაში შეხვედრას, სადაც დაგვიძაღეს რესტორატორები და ასოციაციის წარმომადგენლები. შეხვედრისას, ვფიქრობთ გაგვაცნობენ რეგულაციებს, რის შედეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას შაბათს თვითნებურად გავიხსნებით თუ არა", - ამის შესახებ "ბიზნესთაიმს" საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა განუცხადა. 
 
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნების ღია სივრცეები 15 თებერვლიდან ამოქმედდება. დაწესებულებებს მუშაობის განახლება ახალი რეგულაციებით მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 
„15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში“, - განაცხადა პრემიერმა.
1621