დღეს, 11:30 ზე 15 მდე ბიზნესასოციაცია ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.
"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოვითხოვთ და განხილვას, გარკვეული არსებული კოვიდსიტუსციის და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით რა უნდა გავაკეთოთ. რა გეგმები აქვთ და ა.შ. ვიკრიბებით 15 ბიზნესასოციაცია ჯიქიაზე და არა მთავრობის სახლში , როგორც ეს მედიაში გაჟღერდა" - განაცხადა ბურჯანაძემ.