jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივნისს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი "ჩვენებურები“ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი და თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები ეწვევიან.
 
მათივე ინფორმაციით, ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას და თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას.
 
“ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს შესაბამისი სამინისტროების და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს სამეწარმეო გარემოს, კერძო სექტორისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ მექანიზმებს, ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ფორუმის ფარგლებში ასევე მოხდება საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების წარდგენა”,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  
564